გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - „ომიკრონ“ ვარიანტი გერმანიაში დომინანტური 3 კვირაში გახდება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი აცხადებს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი გერმანიაში დომინანტური 3 კვირაში გახდება.

მისი თქმით, გერმანიას ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგაა მიმართული, მარაგში აპრილიდან ან მაისიდან იქნება.

„მასშტაბური "ბუსტერ" კამპანია არის ყველაზე მნიშვნელოვანი კედელი, რომელიც „ომიკრონის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალებაა“ , - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, გერმანიაში, ფედერალური და რეგიონული ლიდერები კოვიდ შეზღუდვების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. 28 დეკემბრიდან, კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი ვაქცინირებული და ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირის თავშეყრა იკრძალება. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 83 მილიონია, 70.4% სრულადაა აცრილი, 32.6%-ს კი - „ბუსტერ“ დოზა მიღებული აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა