ჯანმო - მსოფლიო პანდემიის დასასრულს არც კი მიახლოებია

წელს, მსოფლიოში კორონავირუსით 3.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო­ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ კვირას კორონავირუსით 50 000 ადამიანი იღუპება.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციებისა და ჯანდაცვის პროგრამების დირექტორმა მაიკლ რაიანმა კი განაცხადა, რომ მსოფლიო არც კი მიახლოებია პანდემიის დასასრულს.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ არ ვართ პანდემიის დასასრულთან. ჩვენ არც კი მივახლოებივართ მის დასასრულს, მაგრამ მეცნიერების დამსახურებით, ჩვენ გვაქვს გაცილებით უკეთესი საშუალებები, ვიდრე აქამდე არსებობდა. თუმცა, ჩვენ არ გვყოფნის კოლექტიური სურვილი ქვეყნებს შორის შემოვიღოთ ყოვლისმომცველი და მდგრადი პროგრამები ვირუსთან საბრძოლველად“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა