ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ორსული მეუღლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ორსული მეუღლის მკვლელობის შესახებ დეტალები ხდება ცნობილი.

მეზობლების განმარტებით, მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია, თუმცა იციან მხოლოდ ის, რომ ფეხმძიმე ქალს სასიკვდილო ჭრილობა მეუღლემ დანით მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

„ორსული გოგო 22 წლის იყო, 5 თვის ფეხმძიმე იყო. როგორც გავიგე, კონფლიქტის შედეგად გაბრაზებულმა დანით დაჭრა. როგორც ვიცი, მეუღლე დააკავეს... კონფლიქტი მოსდიოდათ ხოლმე, მაგრამ ყოველდღიურად არა, ასეთი ჩხუბი არ ჰქონიათ“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

„ძალიან წყნარი წყვილი იყო და არ ვიცი, რა მოხდა, დაბნეულები ვიყავით“, - აცხადებს კიდევ ერთი მეზობელი „ტვ. პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისში მკვლელობა მოხდა. ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ფეხმძიმე მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა