აშშ-ში კოვიდ 19-ის სამკურნალოდ „ფაიზერის“ ანტივირუსული აბები დაამტკიცეს

შეერთებულმა შტატებმა მძიმე ავადმყოფობის რისკის ქვეშ მყოფი 12 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა.

კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ორალური ანტივირუსული პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89 %-ით ეფექტურია.

კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ ახლახანს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ პრეპარატი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის მიმართ.

შეერთებულ შტატებს მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობაზე კონტრაქტი გაფორმებული აქვს. ერთი კურსის ღირებულება 530 აშშ დოლარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო