გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 106 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

გაერთიანებულ სამეფოში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 106 122 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში დაინფიცირების შემთხვევების ზრდა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებითაა გამოწვეული.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შობამდე ახალი შეზღუდვების დაწესება გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ზომები, შესაძლოა, გამკაცრდეს.

ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირებული 195 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, გარდაცვლილია 18 პაციენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა