დავით ჭიჭინაძე - შიმშილობით ვის დაუმარცხებია მტერი და თან ასეთი უტიფარი მოძალადე?!

შიმშილობით ვის დაუმარცხებია მტერი და თან ასეთი უტიფარი მოძალადე?! შიმშილობის დაწყებას, პარლამენტიდან გამოსულიყვნენ და საკრებულოებში არ შესულიყვნენ, ყველაზე რადიკალური ნაბიჯი ეს იქნებოდა, მაგრამ სკამებიდან ვერ დაძრეს უმეტესობა,- ასე აფასებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყებას.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, შიმშილობით მიხეილ სააკაშვილს ვერ გაათავისუფლებენ.

„ვისაც სურვილი ექნებოდა გამოყვებოდა და ვინც დარჩებოდა, მათ პირდაპირ დაერქმეოდა „ოცნება“! რა დროს ეტიკეტები და მიტევებაა ომში?! მით უმეტეს, როდესაც მოძალადეს ებრძვი! და თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნამუსი შეაწუხებთ, ან იდარდებენ ადამიანების შიმშილზე, ძალიან ცდებიან და ვერც სააკაშვილს გაათავისუფლებენ ასე. ფინალში კი მივიღეთ ის, რომ რაც ახლა ხდება, ყველაზე უფრო სწორედ „ოცნებას“ აწყობს. ხალხში ნიჰილიზმია, ცვლილებების მოთხოვნა ფაქტობრივად გაქრა, „ოცნების“ ხელისუფლებას მომავალზე პასუხს აღარავინ სთხოვს, ადამიანები კი ქვეყნიდან გარბიან“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს