კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ჩინეთის ქალაქ სიანის 13 მილიონ მცხოვრებს ქალაქის დატოვება აეკრძალა

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ჩინეთის ქალაქ სიანის 13 მილიონ მცხოვრებს ქალაქის დატოვება აეკრძალა. Reuters-ის ინფორმაციით, 9-დან 22 დეკემბრამდე ქალაქში ვირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გაცილებით მეტია გასული თვეების მაჩვენებლებზე.

როგორც ცნობილია, ადგილობრივები სიანის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დამსაქმებლისგან სპეციალური ნებართვა ექნებათ და ამასთან, კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ამასთან, ახალი რეგულაციის მიხედვით, სახლიდან გასვლა ყოველ მეორე დღეს თითოეული ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს ექნება, რომელიც პროდუქტების შეძენის შემდეგ პირდაპირ სახლში უნდა დაბრუნდეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ დროისათვის ქალაქში „ომიკრონ“ ვარიანტის შემთხვევა არ დადასტურებულა. პანდემიის დაწყების დღიდან ჩინეთში კორონავირუსის 100 644 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 4 636 პირი ემსხვერპლა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა