იენს სტოლტენბერგი - არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატოს უფლება, დაიცვას ყველა მოკავშირე, ისევე როგორც ძირითადი პრინციპი, რომ ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, კათოლიკური შობის წინა დღეს უკრაინის საზღვრებიდან ჯარები გაიყვანოს და ამით რეგიონში დაძაბულობა შეამციროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა dpa-სთან საუბრისას განაცხადა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზადყოფნა, ესაუბროს მოსკოვს „უსაფრთხოების გარანტიების“ მოთხოვნების გათვალისწინებით. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი უარს არ იტყვის ცალკეული სახელმწიფოების ნატოში მიღებაზე.

„ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატოს უფლება, დაიცვას ყველა მოკავშირე, ისევე როგორც ძირითადი პრინციპი, რომ ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის პოზიცია გადაწყვიტოს, რა შეუძლიათ ან არ შეუძლიათ მის მეზობელ სახელმწიფოებს, ნიშნავს „გავლენის სფეროების“ კონცეფციის ხელახლა შემოღებას.

„ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ