გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, დღეს, გარდაცვლილ ანდრანიკ მელტონიანის მამას შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს, უწყების წარმომადგენლებს ანდრანიკ მელტონიანის მამასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ასევე დღეს მას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეს შეხვდება.
„გარდაცვლილ ანდრანიკ მელტონიანის მამასთან პროკურატურის თანამშრომლებს არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია და პირადი შეხვედრა მისთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით. ასევე, უწყების წარმომადგენლების მხრიდან კარლენ მელტონიანთან ბოლო დღეებში გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე მისი პროტესტის პერიოდშიც მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს. დღეს მას გენერალური პროკურორი პირადად შეხვდება“, - განაცხადეს უწყებაში.
ინფორმაციისთვის, კარლენ მელტონიანის შვილი მოკლეს. ის გამოძიების მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა საგამოძიება უწყებასთან შიმშილობს.