ჰერმან საბო - როცა კახეთის გზატკეცილზე მოშიმშილე ადამიანებს ცოტნე დადიანს ან მაჰათმა განდის ადარებ, ან მაჰათმა განდის არ უყურებ სერიოზულად ან იმ ხალხს, ვინც იქ შიმშილობს

როდესაც კახეთის გზატკეცილზე მოშიმშილე ადამიანებს ცოტნე დადიანს ან მაჰათმა განდის ადარებ, ან მაჰათმა განდის არ უყურებ სერიოზულად ან იმ ხალხს, ვინც იქ შიმშილობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებული შიმშილობის აქციის მოსალოდნელ შედეგებს, საბოს თქმით, ძნელია პროგნოზირება, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს შიმშილობის აქცია, "მაგრამ ფაქტია, რომ ეს დაძაბულობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის".

"მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა "ქართული ოცნებისთვის" პრობლემაა, რადგან ნებისმიერ მომენტში, თუ "ქართულ ოცნებას" რამეზე ფეხი წაუცდება - თუ მოხდება მაგალითად, გავრილოვის ღამის მსგავსი რამ, შეიძლება ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ვითარება მივიღოთ და ცეკას ერთკაციანი მმართველობის სისტემის სათავეში, რაც საქართველოში გვაქვს, მიხეილ სააკაშვილი დაუბრუნდეს", - აღნიშნა ჰერმან საბომ.

პარტია "გირჩის" დეპუტატმა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც განაცხადა, პრეზიდენტს ალბათ სურს, ამ პროცესით საკუთარი კონსტიტუციური როლის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი.

"ეს შეიძლება დავინახოთ როგორც შეთანხმების მცდელობისაკენ გადადგმული ნაბიჯი, ასევე იმის მცდელობა, რომ ამით პროცესი გაჭიანურდეს და "ქართულ ოცნებას" ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ შერიგების პროცესშია, ამით კი დასავლეთის კრიტიკა აირიდოს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ვერ ვხვდები, მას რა უნდა ამ პროცესისგან მიიღოს. ერთის მხრივ, ის და მისი მომხრეები შერიგებაზე საუბრობენ. მეორეს მხრივ, პროტესტის უკიდურესს ფორმას იყენებენ, რაც თავისი შინაარსით ულტიმატუმია და შერიგების რიტორიკასთან შეუთავსებელია. უკეთ უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ და რის დათმობაზე არიან მზად, რადგან შერიგება ორივე მხარისგან რაღაცის დათმობას გულისხმობს", - განაცხადა ჰერმან საბომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო