ნინო წილოსანი „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე წევრებზე - მინდა, ამ ადამიანებს ვუსურვო, რაც შეიძლება მალე გაათვიცნობიერონ, რომ არიან იარაღი ყველაზე ცუდი მიზნების მისაღწევად

მინდა ამ ადამიანებს ვუსურვო, რაც შეიძლება მალე გაათვიცნობიერონ, რომ არიან იარაღი ყველაზე ცუდი მიზნების მისაღწევად, - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე წევრებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

წილოსანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და პირადად მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გუნდის წევრებს ისეთი მძიმე რისკის ქვეშ აყენებენ, როგორიც ჯანმრთელობის დაზიანებაა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ თუ შერიგების პროცესი მიზნად მხოლოდ და მხოლოდ პატიმარ სააკაშვილის ციხიდან გასვლას ისახავს, რა თქმა უნდა, ეს პროცესი კონსტრუქციული ვერ იქნება

"თუ ოპოზიცია საზოგადოებაზეა გაბრაზებული, რაკი მას არჩევნებიდან არჩევნებამდე უნდობლობას უცხადებს და ხელისუფლებაში მისასვლელად არ ირჩევს, შერიგება რთული და წარმოუდგენელი პროცესი იქნება. თუ ვსაუბრობთ შერიგებაზე, როგორც მძიმე ფაქტების და შემთხვევების აღიარებაზე, შემდგომ მონანიებაზე და თანხმობის გამოძებნაზე, პროცესი შეიძლება შედეგიანი იყოს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ერთ-ორ კვირაში ვერ მოხდება. ამას სიღრმისეული და ფართომასშტაბიანი დისკუსია სჭირდება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს