"ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა

"ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუკი აქამდე „ბუსტერ“ დოზა შესაძლებელი იყო „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა ნებისმიერი ვაქცინისთვის „ბუსტერ“ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან.

„2022 წელს ვაქცინაციის გეგმის სამიზნეები გადახედვას საჭიროების. ის დოზები, რომლის მობილიზებაც ქვეყანამ უზრუნველყო, რათა ჩვენ მივაღწიოთ „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ დასმულ სამიზნეს და დავიცვათ ეპიდვითარება ქვეყანაში, ასევე „ბუსტერ“ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება, რადგან „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება „ბუსტერ“ დოზების გაკეთების აუცილებლობა.

„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, შეიცვლება თუ არა სრულად ვაქცინირებულის სტატუსი „ბუსტერ“ დოზის გაკეთების რეკომენდაციის ძალაში შესვლის შემდეგ.

„სრულად ვაქცინირებულის განმარტება ჩვენი ქვეყნის კონტექსტში ემყარება „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ განმარტებას. ჯერჯერობით, ეს ორგანიზაცია სრულად ვაქცინირებულს განმარტავს, როგორც 2 დოზით ვაქცინირებულს, გარდა „ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინისა. ეს განმარტება თუ შეიცვლება და ამას დაემატება „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობაც, ჩვენც განვიხილავთ განმარტების გადახედვის საკითხს.

”სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში ჩვენ მოგვმართავენ მოქალაქეები, ვისაც მოგზაურობისთვის სჭირდებათ ვაქცინაციის სტატუსის შეცვლა. იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებიან აუცილებელი მოთხოვნაა სხვა ვაქცინა, მაგალითად, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონი და ჯონსონი“. ამ შემთხვევაში მოქალაქემ გარკვეული მარტივი დასაბუთების საფუძველზე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მას თავიდან, ხელახლა ჩაუტარებენ ვაქცინაციას და ამის გაკეთება შესაძლებელია „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ მეორე დოზის ჩატარებიდან უკვე 1 თვეში - 21 დღე არის საკმარისი ინტერვალი ამის გასაკეთებლად“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტის საქართველოში გამოყენების პირობებსა და შესაძლებლობაზე, რაზეც, გაბუნიას თქმით, სამინისტრო უკვე მუშაობს.

„ძალიან კარგია, რომ გუშინ აშშ-ის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ მედიკამენტს. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის დეტალები, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი. მისი გამოყენება ხდება ბინის პირობებში, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. უმჯობესია, რომ ვისაც მაღალი რისკი აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება. ასევე საიმედოა შედეგები, რომელსაც ეს მედიკამენტი კვლევების შედეგად უჩვენებს ჰოსპიტალიზაციის და გართულებების შემცირების მაჩვენებლით. კოვიდთან დაკავშირებული ყველა დანახარჯი დაფარულია სახელმწიფოს მიერ. კოვიდის მედიკამენტის საფასურის დაფარვა მოხდება სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა