თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი - სომხეთსა და თურქეთს შორის ავიარეისები უახლოეს დღეებში განახლდება

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ აცხადებს, რომ სომხეთი და თურქეთი, 2.5-წლიანი პაუზის შემდეგ, ორმხრივ ავიარეისებს უახლოეს დღეებში განაახლებენ.

თურქული მედიის ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრენებს ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი განახორციელებს, რომელიც ამჟამად მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.

გასულ კვირაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ფარგლებში სომხეთსა და თურქეთს შორის ავიარეისები განახლდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა