თამარ გაბუნია - „ომიკრონის“ რისკებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკავშირდება ის, რომ შესაძლებელია, მკვეთრად და სწრაფად გაიზარდოს პაციენტების რაოდენობა

„ომიკრონის“ რისკებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკავშირდება ის, რომ შესაძლებელია, მკვეთრად და სწრაფად გაიზარდოს პაციენტების რაოდენობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემამ გასულ ტალღებში გაუძლო პაციენტების ნაკადებს დაახლოებით 65 ათასამდე ერთდროულად, რისთვისაც მობილიზებული რჩება 9 000-ზე მეტი საწოლი.

"ასევე მობილიზებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები. ამ კუთხით მზაობა ძალიან მაღალია, თუმცა თუ იქნება უპროგნოზოდ მაღალი მაჩვენებელი, ბუნებრივია ეს დამატებით რისკებს შექმნის. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ვაქცინაცია და პირადი დაცვის საშუალებები, ნიღაბი, სოციალური დისტანცია.

ბოლო პერიოდში კარგია ის, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელმა მოიმატა, 13-14 ათასია დღიური. მათ შორის უდიდესი ნაწილია Pfizer-ის ვაქცინა, "ბუსტერზე" მოთხოვნა გაზრდილია, იანვარში კიდევ მეტად გაიზრდება. მარაგები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ვარგისია პირველ აპრილამდე, ამდენად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მათი გამოყენება მომდევნო სამი თვე. ამავე დროს მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, რომ დამატებითი დოზების მობილიზება მოხდეს, რომელთა ვადები იქნება უკვე მომავალი წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ასევე გვაქვს იმედი, რომ მოხდეს გარკვეული მოდიფიცირება, ახალი ვაქცინა, რომელიც შესაძლებელია "ომიკრონის" პასუხად შეიქმნას, ესეც გახდეს ჩვენთვის შესაძლებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა