ივანე ჩხაიძე - "ომიკრონი" საქართველოში დომინანტური სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში გახდება - შესაძლოა, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იყოს

შესაძლოა, როდესაც „ომიკრონი“ საქართველოში დომინანტური შტამი გახდება, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი 10 000-დან 15 000-მდე იქნება. ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც განიხილება სხვა ქვეყნებზე დაკვირვების შედეგად, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ, იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტური შტამი დაახლოებით იანვრის ბოლოს გახდება.

„როდესაც ვლაპარაკობთ როდის შეიძლება იყოს ქვეყანაში ომიკრონის პიკი, აუცილებლად ვითვალისწინებთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას. ესენია: აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც „ომიკრონის“ პირველი შემთხვევიდან დომინანტურად გახდომამდე 3-4-კვირანი პერიოდი დასჭირდა. სწორედ ამიტომ, თუ საქართველოში „ომიკრონი“ გამოჩნდა დეკემბრის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, ჩვენს ქვეყანაში დომინანტური გახდება იანვრის მეორე ნახევარში. ეს არის მოლოდინი გამომდინარე ამ ქვეყნების გამოცდილებიდან.

ერთადერთი შესაძლებლობა ვირუსის ამ ვარიანტის წინააღმდეგ არის ორჯერადი ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევების განვითარება და ჰოსპიტალიზაცია და სამჯერადი, ანუ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც საავადმყოფოში მოხვედრა, ისე ინფიცირებაც.

„ომიკრონისგან“ თავის დაცვის რეალური შესაძლებლობა არის „ბუსტერ“ დოზა. "ბუსტერ" დოზა ჰისპიტალიზაციისგან თითქმის 100%-ით დაიცავს. ის 25-ჯერ ამცირებს ჰოსპიტალიზაციისგან და გართულებებისგან დაცვის რისკს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა