მედია - უკრაინაში ქალებს დააჯარიმებენ, თუ სამხედრო აღრიცხვაზე არ დადგებიან

უკრაინაში ქალებს, რომლებიც მუშაობენ, ასევე მათ დამსაქმებელ ორგანიზაციებს 2023 წლიდან დააჯარიმებენ, თუ სამხედრო აღრიცხვაზე არ დადგებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის ოლქის სამხედრო კომისარზე, ვალერი კუცენკოზე დაყრდნობით იუწყება.

„2022 წელს მათ მხოლოდ სამხედრო აღრიცხვაზე ავიყვანთ. საწარმოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დახმარებას მხოლოდ 2023 წლიდან გავუწევთ. 2023 წლიდან საწარმოებს აღარ ექნებათ უფლება აღრიცხვაზე არმყოფი ქალბატონები სამსახურში აიყვანონ. საწარმოებს მამაკაცები ისედაც აყავთ აღრიცხვაზე, ახლა კი ქალებსაც აიყვანენ“, - განაცხადა კომისარმა.

მისივე ინფორმაციით, ჯარიმის ოდენობა ქალების შემთხვევაში 850 გრივნა იქნება, საწარმოსთვის 5500 გრივნა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაურო შტაბის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქალები, რომლებიც დადგებიან სამხედრო აღრიცხვაზე, სამხედრო სამსახურში საკუთარი ნებით იმსახურებენ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის, კერძოდ კი, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში მოუწევთ მსახურება.

მისი თქმით, მშვიდობიან პერიოდში ხდება ე.წ. ადამიანური რესურსის დაგროვება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა