იენს სტოლტენბერგი - ნატოს არასოდეს დაუდია პირობა, რომ არ გაფართოვდებოდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს პასუხობს და უარყოფს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოსდა, ალიანსმა ოდესმე პირობა დადო, არ გაფართოებულიყო.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა DPA -სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატოს არასოდეს დაუდია პირობა, რომ არ გაფართოვდებოდა. კერძოდ, ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელ შეთანხმებაში მითითებულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია გახდეს ალიანსის წევრი. მეორეც - არის დოკუმენტები, რომლებიც ეხება 70-იან, 90-იან წლებს - ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია, რუსეთი-ნატოს დამფუძნებელი აქტი და სხვა მრავალი შეთანხმება, რომლებიც აშკარად ცხადყოფენ, რომ ქვეყნებს გააჩნიათ უფლება, აირჩიონ თვისი გზა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ეს ფუძემდებლური პრინციპია ევროპული უსაფრთხოების, რომელზეც ხელი რუსეთმა მოაწერა.

„მოკავშირეებიც კატეგორიულად უარყოფენ, რომ რაიმე მსგავსი პირობა ჰქონდეთ დადებული. თავად ყოფილმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა თქვა, რომ ნატოს გაფართოების თემა არასოდეს წამოწეულა გერმანიის გაერთიანებამდე“, - განაცხადა გენმდივანმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნატომ, „ცივი ომის“ შემდეგ, რუსეთი მოატყუა გაფართოების თანმიმდევრული ტალღებით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია