დავით ბაქრაძე - თუ იძახი, რომ შიმშილობის გზა არ ვარგა, მაშინ მსგავსი თავგანწირვა უნდა აჩვენო, თბილი ოთახიდან სხვების კრიტიკა ჩემთვის მიუღებელია

ჩემი პატივისცემა იმ ადამიანებს, ვინც შიმშილობს. მათ აირჩიეს ბრძოლის ეს გზა და შენ თუ იძახი, რომ ბრძოლის ეს გზა არ ვარგა, მაშინ მსგავსი თავგანწირვა უნდა აჩვენო. თბილი ოთახიდან სხვების კრიტიკა ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც შიმშილობის აქციის გამოცხადების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება შეაფასა.

რაც შეეხება თავად შიმშილობის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის ეფექტურობას, როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, აღნიშნულის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.

„მე ზოგადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი შიმშილობის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის მიმართ, თუ ამას არ ახლავს დროში გაწერილი კონკრეტული ამოცანა, ამიტომ რამდენად პოლიტიკურად ეფექტური შეიძლება იყოს ეს შიმშილობა, კითხვის ნიშნები მაქვს.

გადაწყვეტილების პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე კითხვის ნიშნები მაქვს, თუმცა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე აწარმოონ ბრძოლის ეს გზა და მე უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, რომ სტუდიაში თბილად ვიყო და ვაკრიტიკო ადამიანები, ვინც ახლა მინუს სამ გრადუსში ქუჩაში, კარავში იმყოფება. ჩემი პატივისცემა ამ ადამიანებს, მათ აირჩიეს ბრძოლის ეს გზა და შენ თუ იძახი, რომ ბრძოლის ეს გზა არ ვარგა, მაშინ მსგავსი თავგანწირვა უნდა აჩვენო. თბილი ოთახიდან სხვების კრიტიკა ჩემთვის მიუღებელია, ამიტომ, რაც არ უნდა პოლიტიკური კითხვის ნიშნები მქონდეს, მიზანშეწონილია თუ არა შიმშილობა, ამ ადამიანების მიმართ პატივისცემას ვადასტურებ. ღმერთმა ქნას, რომ მათი არჩეული ბრძოლის ეს გზა აღმოჩნდეს წარმატებული”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა