იტალიამ, დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, საახალწლო ღონისძიებები აკრძალა

იტალიამ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის აკრძალა საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები.

ამასთან, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბები გამოიყენონ.

31 იანვრამდე იკრძალება კონცერტები და ღია ცის ქვეშ სხვა საჯარო ღონისძიებების ჩატარება, იხურება დისკოთეკები და საცეკვაო კლუბები.

იტალიაში, „ომიკრონ“ ვარიანტმა გავრცელება დაიწყო. ქვეყანაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 44 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 168 ადამიანი დაიღუპა.

ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 89% ვაქცინირებულია, თუმცა მთავრობას სურს მოქალაქეების „ბუსტერ“ დოზით აცრის პროცესი დააჩქაროს. ამ მიზნით, „ბუსტერის“ მიღების პერიოდი 5 თვიდან 4 თვემდე შემცირდა.

გარდა ამისა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეამცირონ კოვიდ-19-ის ჯანმრთელობის სერთიფიკატების მოქმედების ვადა. კერძოდ, 1-ელი თებერვლიდან, კოვიდ სერთიფიკატების მოქმედების ვადა 9 თვის ნაცვლად 6 თვით განისაზღვრება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს