აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელიზაბეტ ტრასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია განიხილა.
“ენტონი ბლინკენი და ელიზაბეტ ტრასი მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის კოორდინირებული მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ, რათა კრემლს დაუწესდეს შედეგები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გამოიყენებს,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი მიდგომა რუსეთის მიმართ და აღნიშნეს, რომ ნატო მზადაა რუსეთთან არსებითი დიალოგისთვის, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებს ერთიანობას მოკავშირეების დასაცავად.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"