ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, 200-ზე მეტი ავიარეისი გააუქმეს

ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა და Delta Air Lines-მა, ეკიპაჟის წევრებსა და სხვა თანამშრომლებს შორის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ათობით რეისი გააუქმეს.

Reuters-ის ინფორმაციით, United Airlines-მა პარასკევს დაგეგმილი 120 ავიარეისი, Delta Air Lines-მა კი - 90 ავიარეისი გააუქმა.

”“ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენი ეკიპაჟების წევრებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ოპერაციებს მართავენ. შედეგად, სამწუხაროდ, მოგვიწია ზოგიერთი ფრენის გაუქმება,“- აღნიშნულია United Airlines-ის განცხადებაში.

„Delta“-ში კი განმარტავენ, რომ ავიარეისების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიამ „ამოწურა ყველა ვარიანტი და რესურსი, მათ შორის დაგეგმილი ფრენების განსახორციელებლად ეკიპაჟების წევრების შეცვლისა და ჩანაცვლების.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა