სამხრეთ კორეამ ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა, რომელიც 20 წლიან სასჯელს იხდიდა

სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი პარკ გეუნ-იე შეიწყალა.

სამინისტროს განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება სოციალური კონფლიქტების მოგვარების მიზნით მოხდა. პარკ გეუნ-იეს გარდა ამნისტია 3 000-ზე მეტ მსჯავრდებულს შეეხო.

შეწყალებისას გაითვალისწინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ მხრისა და წელის ქრონიკული ტკივილის გამო პარკ გეუნ-იეს წელს სამჯერ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

კორუფციაში ბრალდებულ პარკ გეუნ-იეს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა