გერმანია და საფრანგეთი მხარეებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებენ

გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ როგორც უკრაინის სამთავრობო ძალებს, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, პატივი სცენ ცეცხლის სრული შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას, - ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და გააგრძელონ დისკუსია ჰუმანიტარულ სფეროში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ, როგორიცაა გადასასვლელების გახსნა და დაკავებულთა გაცვლა“, - განაცხადეს სამინისტროებმა.

განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას მიესალმა.

„აშშ მიესალმება ეუთოს გუშინდელ განცხადებას უკრაინის სამთავრობო ძალების და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების „მტკიცე გადაწყვეტილების“ შესახებ, სრულად დაიცვან 2020 წლის 22 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცების ზომები. ვიმედოვნებთ, რომ მიღებული მშვიდობა შექმნის დიპლომატიურ სივრცეს, რომელიც აუცილებელია რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და შემდგომი დისკუსიისთვის პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნის,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის, რუსეთისა და ეუთო-ს წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო