ბელარუსმა რადიო „თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ბელარუსის ხელისუფლებამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბელარუსებს, რომლებიც რადიო თავისუფლებას ონლაინ რეჟიმში გამოიწერენ, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახური, რომელიც ცნობილია, როგორც „რადიო სვაბოდა“, ექსტრემისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიტანა, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გაგრძელებას,“- ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რადიო თავისუფლების ერთი თვის წინ დაკავებული ჟურნალისტის ანდრეი კუზნეჩიკის წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებს უკავშირდება კუზნეჩიკის წინააღმდეგ აღძრული საქმე.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს