სერგეი ლავროვი - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სრულყოფილი დიალოგი გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფას მოემსახურება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სრულყოფილი დიალოგი გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

„როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე განაცხადა, რუსეთსა და აშშ-ს, როგორც უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ პლანეტის სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით. სრულფასოვანი დიალოგი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფას და რეგიონში კონფლიქტების მოგვარებას მოემსახურება", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ საკონსულტაციო მექანიზმი დაიწყეს.

„რუსეთისა და ამერიკის უწყებათაშორისი დელეგაციების ორი შეხვედრა პროფესიონალურად და საქმიანად წარიმართა. გარდა ამისა, ჟენევაში მიღწეული შეთანხმების თანახმად, განახლდა რუსეთ-ამერიკის დიალოგი ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე,“- აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს იმას, რომ ამ სფეროში თანამშრომლობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მავნე გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავდეს და ცალკეული საკითხებით არ შემოიფარგლოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა