მარია ზახაროვა - უკრაინა დონბასში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისთვის ემზადება

უკრაინა დონბასში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისთვის ემზადება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„სამოქალაქო ომის დასრულების ნაცვლად, კიევი, როგორც ჩანს, ემზადება დონბასის პრობლემის სამხედრო გადაწყვეტისთვის, როგორც ამას ისინი უწოდებენ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მან ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტი 20 პროცენტით - თითქმის 12 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ამ თანხით, ისინი დასავლელი პარტნიორებისგან არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ შეტევითი იარაღის შეძენასაც აპირებენ.

ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში უცხო ქვეყნების სამხედრო ყოფნის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება. „კერძოდ, ამჟამად იქ ოთხი ათასი ინსტრუქტორია შეერთებული შტატებიდან.“

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მანამდე განაცხადეს, რომ ქვეყანაში ნატო-ს ათი ათასამდე ჯარისკაცია განლაგებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო