2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ "2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა: "2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში" - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.

"საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში" - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" ვაჟებში" - მოჭიდავე ლერი აბულაძე.

"2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი" - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.

"ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი" - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.

"საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში" - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.

"ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის" - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

"2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი" - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.

"2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია" - საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია. "2021 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია" - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია. "საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის" - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახაბრიშვილი. "სეოკ-ის პარტნიორობისთვის" - კომპანია "თელიანი ველი". "ოლიმპიური მოძრაობის მედიის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს პირველი არხი". "ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" - კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე. "ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს ბანკი" და ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. "ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის" - ნინო სალუქვაძე.

ამასთან, დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სეოკ-ის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ 2021 წლის იუბილარი სპორტული მოღვაწეები და ვეტერანი სპორტსმენები - ნონა გაფრინდაშვილი, არჩილ გოგელია, ჯემალ ძაგანია, ომარ გოგიაშვილი, გურამ საღარაძე, ნოდარ ხოხაშვილი და ედიშერ მაჩაიძე.

იხილეთ ვიდეო:2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა