საფრანგეთში კორონავირუსის 91 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 91 608 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, საფრანგეთის საავადმყოფოებში კიდევ 179 ადამიანი გარდაიცვალა, რეანიმაციულ განყოფილებებში კი კოვიდ პაციენტების რაოდენობამ 3 208-ს მიაღწია.

„დღევანდელი მაჩვენებლები არ არის კარგი”, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა, რომელმაც წინა კვირაში საზოგადოება გააფრთხილა, რომ ყოველდღიური შემთხვევები ქვეყანაში მალე 100 000-ს მიაღწევდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ „ბუსტერ“ დოზით აცრის კამპანია ქვეყანაში ვირუსის მეხუთე ტალღას შეაჩერებს და მკაცრი, ახალი შეზღუდვების დაწესებას ააცილებს თავიდან.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა