მარია ზახაროვა - საქართველოსთვის 3+3“-ის ფორმატში მონაწილეობისთვის კარი ყოველთვის ღიაა

სამხრეთ კავკასიის რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“-ის ყველა მონაწილემ გამოხატა ინტერესი საქართველოს მონაწილეობის მიმართ, თბილისისთვის ფორმატში გაწევრიანების კარი ყოველთვის ღია რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობის საკითხსა და პოლემიკას, პლატფორმის პირველ შეხვედრაზე 10 დეკემბერს, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ერთხმად გამოხატა ინტერესი თბილისის ამ ფორმატში მონაწილეობის მიმართ, შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის კარი ყოველთვის ღია რჩება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა