Reuters - ამერიკულმა კერძო კომპანიამ სატელიტური სურათები გადაიღო, რომელიც უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზებას ასახავს

ამერიკული კერძო კომპანია ახალ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს, რომლებიც უკრაინის საზღვარზე და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში რუსული ჯარების მობილიზებას ასახავს.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ში დაფუძნებული კომპანიის Maxar Technologies-ის მიერ გადაღებული უახლესი სურათების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. "მაქსარმა" აღნიშნა, რომ ბრიგადის ახალი ქვედანაყოფი, რომლებიც რამდენიმე ასეული ჯავშანტექნიკისგან შედგება და რომლებიც BMP სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ტანკებს, თვითმავალ არტილერიას და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მოიცავს, რუსეთის გარნიზონში მივიდა.

„გასული ერთი თვის განმავლობაში ჩვენმა მაღალი რეზოლუციის სატელიტურმა სურათებმა ყირიმში რუსეთის ახალი ძალების განლაგება დააფიქსირა, ისევე როგორც რამდენიმე საწვრთნელ ზონაში დასავლეთ რუსეთში უკრაინის საზღვრის პერიფერიაზე“, - აღნიშნა კომპანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა