მედია - უკრაინის გენერალურ პროკურატურას პეტრო პოროშენკოს დაპატიმრება სურს, სასამართლომ მისი დაკავების ნებართვა გასცა

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ხელი მოაწერეს შუამდგომლობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების თაობაზე, - ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის პეტრო პოროშენკოს სასამართლოში მიყვანის შესაბამისი ნებართვა გასცა. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის დაფინანსების მუხლებით დაიწყო.

საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის სეპარატისტებისგან შეძენას. ის დაკითხვაზე 23 დეკემბერს დაიბარეს. პოროშენკომ, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, განაცხადა, რომ ქვეყანაში იანვრის პირველ ნახევარში დაბრუნდება და შემდეგ ისაუბრებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა