ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ეგეოსის ზღვაში, კუნძულ პაროსიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. სანაპირო დაცვამ 62 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, დანარჩენების ძებნა კი მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში სანაპირო დაცვის ხუთი საპატრულო კატარღა, ცხრა კერძო ხომალდი, ვერტმფრენი, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და სანაპირო დაცვის მყვინთავები არიან ჩართული.

მედიის ინფორმაციით, ადამიანების კონტრაბანდით დაკავებული პირები თურქეთიდან იტალიამდე სახიფათო მარშუტს ირჩევენ, რამაც ბოლო სამ დღეში მესამე ტრაგედია გამოიწვია და მინიმუმ 27 მიგრანტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა