ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 164 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო თვეების რეკორდული მაჩვენებელია

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 164 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო თვეების რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლოს ინფიცირების მსგავსი მაჩვენებელი ქვეყანაში 9 აგვისტოს დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ინფიცირებულებს შორის 73 უცხო ქვყნებიდან ჩასული მგზავრები არიან.

23 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, ჩინეთის ქალაქ სიანის 13 მილიონ მოსახლეს ქალაქის დატოვება აეკრძალა. ადგილობრივები სიანის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დამსაქმებლისგან სპეციალური ნებართვა ექნებათ და ამასთან, კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

ამასთან, ახალი რეგულაციის მიხედვით, სახლიდან გასვლა ყოველ მეორე დღეს თითოეული ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს ექნება, რომელიც პროდუქტების შეძენის შემდეგ პირდაპირ სახლში უნდა დაბრუნდეს.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა 25 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 4 636 ადამიანი ემსხვერპლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს