კახა კალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს.

„დიდია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე უწმინდესის ღვაწლი. მისი ავტორიტეტი სცდება საქართველოს ფარგლებს. ის არის სულგრძელობის, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი მთელი ერისთვის.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას და ჯანმრთელობას საქართველოს საკეთილდღეოდ“, - წერს კახა კალაძე ფეისბუქზე.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა