მედიის ინფორმაციით, უკრაინის მახლობლად ჩატარებული წვრთნების შემდეგ 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მუდმივი დისლოცირების ადგილს უბრუნდება

უკრაინის მახლობლად განხორციელებული ერთთვიანი წვრთნების შემდეგ 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ბაზებზე ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„10 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე წვრთნების ტერიტორიიდან მუდმივი დისლოცირების ადგილებისკენ გაემართება“, - განუცხადეს „ინტერფაქსს“ რუსეთის არმიაში.

სააგენტოს ცნობით, წვრთნები „უკრაინის მახლობლად მდებარე რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ყირიმში, როსტოვსა და ყუბანში“ ჩატარდა.

შეგახსენებთ, უკრაინის საზღვრებთან ათასობით რუსი ჯარისკაცის განლაგებამ კიევსა და დასავლეთის ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას აპირებდა. რუსეთი ამ გეგმას უარყოფს და აცხადებს, რომ შეუძლია, საკუთარ ტერიტორიაზე ჯარი ისე გადაადგილოს, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. სხვადასხვა შეფასების თანახმად, უკრაინის საზღვრებთან 60 000-90 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა