აშშ-ში ჯანდაცვის მუშაკებისთვის იზოლაციის პერიოდი მცირდება

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კოვიდ 19-ით ინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკებისთვის იზოლაციის პერიოდს ამცირებს. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მოსალოდნელი ზრდის ფონზე პერსონალის შესაძლო დეფიციტის თავიდან აცილებაა.

უწყების ახალი მითითებების თანახმად, კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ ჯანდაცვის მუშაკებს სამსახურში დაბრუნება შვიდი დღის შემდეგ შეუძლიათ, თუ მათ სიმპტომები არ აქვთ და კოვიდ ტესტის პასუხი უარყოფითია.

"იზოლაციის დრო შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, თუ პერსონალის დეფიციტი იქნება. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ჯანდაცვის პერსონალისა და პაციენტების უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ ჯანდაცვის დაწესებულებების ზედმეტი გადატვირთვა ", - ნათქვამია დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.

ამასთან, სხვა მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, 10 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ იზოლირებული. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, სრულად ვაქცინირებულ პირებს, რომლებსაც დაინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ, კარანტინის გავლა არ სჭირდებათ, თუ მათ სიმპტომები არ აქვთ. თუმცა, უწყება ასეთ პირებს კონტაქტიდან მე-5-მე-7 დღეს კოვიდ ტესტის ჩატარებას და დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენებას ურჩევს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო