კოლეჯი "იბერია“ მეღვინეობის პოპულარიზაციის მიზნით ახალ პროექტს ახორციელებს

მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯი „იბერია“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანიც მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციაა.

პროექტი წარმატებულ მეწარმეებთან ერთად მათთვის, ვისაც ყურძნის ღვინოების წარმოება, ახალი ვენახები, მცირე საოჯახო მარნები, ინოვაციური პროცესები და ტექნოლოგიები აინტერესებს, მასტერკლასების, სამუშაო შეხვედრების და ინფოტურების ორგანიზებას გულისხმობს.

დღეს ვორქშოპი თემაზე „ღვინის გზა“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში, „ბაიას მარანში“ გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ექსპორტიორი კომპანიაა ქართული ღვინის წარმოების სფეროში.

ორგანიზაციის დამფუძნებელმა ბაია აბულაძემ ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარების შემდეგ ვორქშოპის მონაწილეებს კომპანიის ვენახები, მარანი და საამქროები დაათვალიერებინა.

"ასეთი შეხვედრებით დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენ ვეუბნებით, რომ უკეთესი შედეგების მიღწევის და საკუთარი ბიზნესის სწორად განვითარებისთვის, აუცილებელია ამ დარგში განათლების და ახალი ინფორმაციების მიღება“, - განაცხადა კოლეჯის ხელმძღვანელმა ირაკლი ავალიანმა.

მომავალი წლიდან მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯი „იბერია“ საკუთარ ბაზაზე მეღვინეობის მიმართულებით ახალი პროფესიების დამატებას გეგმავს, რაც მათივე განცხადებით, იმერეთის რეგიონში თვითდასაქმებული მეღვინეებისთვის წარმატების გარანტი გახდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა