პაატა მანჯგალაძე - როგორც ჩანს, ძალიან შეაწუხა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „ქართული ოცნება“ და როგორც ახასიათებს მათ სტილს, თითქოს კარგი იდეების მიღმა შენიღბეს, თითქოს ფუნქციები უნდა გაუზარდონ

იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ მსგავს უგუნურებას არ ჩაიდენს, რადგან ეს იმ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ შერჩა საქართველოს ხელისუფლებაში იქნება პირდაპირი ბრძოლის გამოცხადება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ -ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ოპოზიცია ყველანაირად ეცდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესს ხელი შეუშალოს.

„რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ოპოზიცია ვამბობდით, რომ სულ 2 კონსტიტუციური ინსტიტუცია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველის აპარატი იყო დარჩენილი, რომელიც ასრულებდა თავის მოვალეობას და მათზე არაფორმალური გავლენები არ ვრცელდებოდა. როგორც ჩანს ძალიან შეაწუხა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „ქართული ოცნება“ და როგორც ახასიათებს მათ სტილს, თითქოს კარგი იდეების მიღმა შენიღბეს, თითქოს ფუნქციები უნდა გაუზარდონ. პერსონალური მონაცემები და გამოძიება ერთად არ უნდა იყოსო ამბობენ. ჯერ თავს იწონებდნენ გავაერთიანეთ და კარგიაო, ახლა კიდევ ცალკ-ცალკე უნდა იყოსო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევეწინააღმდეგებით და იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ მსგავს უგუნურებას არ ჩაიდენს, რადგან ეს იმ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ შერჩა საქართველოს ხელისუფლებაში იქნება პირდაპირი ბრძოლის გამოცხადება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა