ზაალ უდუმაშვილი - პირდაპირ აბრა ხომ არ უნდა გამოვაკრათ, რომ დამყარებულია დიქტატურა? - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ბოლოდროინდელი ამბების გამო ისჯება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებოდა

პირდაპირ აბრა ხომ არ უნდა გამოვაკრათ, რომ ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა? უბრალოდ ბერკეტი არ აქვთ, თორემ დარწმუნებული ვარ, სახალხო დამცველის აპარატსაც გააუქმებდნენ, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ზაალ უდუმაშვილის აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ,,ბოლოდროინდელი ამბების გამო ისჯება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებოდა”.

„მაკონტროლებელი „ქართულ ოცნებას” არ უნდა, პირდაპირ აბრა ხომ არ უნდა გამოვაკრათ, რომ დამყარებულია დიქტატურა? უბრალოდ ბერკეტი არ აქვთ, თორემ დარწმუნებული ვარ სახალხო დამცველის აპარატსაც გააუქმებდნენ. ეს ის სახელმწიფო უწყებებია, რომელიც ყელში ეჩხირებათ "ოცნების” წარმომადგენლებს. ვფიქრობ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ბოლოდროინდელი ამბების გამო ისჯება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებოდა”, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა