კამალა ჰარისი - მზად ვართ, რუსეთს დავუწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ

ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა ცხელი ომის ფაზა ევროპაში მომდევნო კვირების განმავლობაში.

„ჩვენ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვირტუალურად შეხვდა პუტინს და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მისი ტერიტორიული მთლიანობა. ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დავაწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

კითხვაზე, დაუწესებენ თუ არა სანქციებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინს, კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ კონკრეტულ სანქციებზე საუბარი არ სურს.

„კონკრეტულ სანქციებზე საუბარს არ ვაპირებ. გავიმეორებ, რომ სანქციების ტიპი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სანქციები, რომლებიც აქამდე არ დაგვიწესებია,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა