ირანმა, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, ზოგიერთი ქვეყნიდან მგზავრების მიღება აკრძალა

ირანმა, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან მგზავრების მიღება შეაჩერა.

მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა მინიმუმ 15 დღით იმოქმედებს.

ამასთან, სამხრეთ აფრიკიდან და შვიდი მეზობელი ქვეყნიდან მგზავრების შესვლაზე ნოემბრის ბოლოს დაწესებული შეზღუდვა 15 დღით ხანგრძლივდება.

ირანში „ომიკრონ“ ვარიანტის 14 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ნაკრებები, რისი საშუალებითაც აღნიშნული ვარიანტის აღმოჩენა ხდება, ფართოდ ხელმისაწვდომი არაა და „ომიკრონი“ მომავალი კვირების განმავლობაში, შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

ირანში, 2020 წლის თებერვლიდან, კორონავირუსის ეპიდემიის 5 ტალღის განმავლობაში 131 400 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 51.3 მილიონი მოქალაქე ვაქცინის ორი დოზითაა აცრილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა