სერგო ჩიხლაძე - ექიმების ოჯახში გაზრდილი რომ არის და 5 შვილის მამაა, კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან არავითარ კავშირში არ არის

ის, რომ ექიმების ოჯახში გაზრდილია და 5 შვილის მამაა ძალიან კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის წარდგენას.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი კარგად უნდა იყოს გარკვეული ჯანდაცვის პოლიტიკაში, პროგრამებში და ა.შ.

"მთავარი არის რა კომპეტენციებს ფლობს ჯანდაცვის მინისტრი, რომ ის უნდა იყოს კარგად გარკვეული ჯანდაცვის პოლიტიკაში, ჯანდაცვის პროგრამებში, ჯანდაცვის მართვაში, ჯანდაცვის ეკონომიკაში და ა.შ არც ერთ კომპეტენციას წარდგენილი კანდიდატი არ ფლობს და ის ორი არგუმენტი, რაც პრემიერმა დაასახელა, რომ წარმატების საწინდარი იქნება - ის, რომ ექიმების ოჯახში გაზრდილი და 5 შვილის მამაა ძალიან კარგი მოცემულობაა, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის ჯანდაცვის მინისტრის კომპეტენციებთან", - განაცხადა ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა