სერგეი რიაბკოვი - რუსეთის ფედერაციამ წერტილი უნდა დაუსვას ნატოს შემდგომ სვლას აღმოსავლეთისკენ

რუსეთის ფედერაციამ წერტილი უნდა დაუსვას ნატოს აღმოსავლეთისკენ სვლას და გამორიცხოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

"ჩვენ წერტილი უნდა დავუსვათ ნატოს შემდგომ სვლას, ნატოს ინფრასტრუქტურას, ნატოს შესაძლებლობებს აღმოსავლეთისკენ. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ უკრაინის ნატოში გაწევრიანება", - აღნიშნა რიაბკოვმა.

შეგახსენებთ, 17 დეკემბერს რუსეთმა გამოაქვეყნა შეთანხმებების პროექტები აშშ-სა და ნატოსთან. დოკუმენტები მოიცავს დებულებებს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიების შესახებ. მოსკოვი დასავლეთისგან მოითხოვს, არ მოხდეს ნატო-ს შემდგომი გაფართოება, მათ შორის სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა