1-ელი სექტემბრიდან 26 დეკემბრის პერიოდში საქართველოდან 16.4 მლნ აშშ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 33.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 16.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 677 ტონა), სომხეთში (6 086 ტონა), უკრაინაში (3 582 ტონა), მოლდოვაში (463 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (104 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა)“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს