ისრაელი გოლანის მაღლობზე ახალმოსახლეთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს

ისრაელმა გოლანის მაღლობზე ებრაელ ახალმოსახლეთა რაოდენობის გაორმაგების მიზნით 317 მილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მთავრობამ მხარი დაუჭირა 5 წლის განმავლობაში რეგიონში 7 300 სახლის აშენებას. გეგმის მიხედვით, საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის შექმნისა და სხვა პროექტების შესრულებისთვის 1 მილიარდი შეკელი უნდა დაიხარჯოს, რისი მიზანიც ტერიტორიაზე დაახლოებით 23 000 ებრაელი ახალმოსახლის მიზიდვაა.

"ჩვენი მიზანია, გოლანის მაღლობის მოსახლეობის გაორმაგება" , - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

ამჟამად გოლანის მაღლობზე ისრაელის დაახლოებით 25 000 ახალმოსახლე მოქალაქე ცხოვრობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა