ანა ნაცვლიშვილმა „ლელოს“ სახელით, სახელმწიფო ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა

ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს, ვთქვათ ეს ღიად! რაღაც ისეთი ჩაიდინა, რაც არ მოგწონთ და სახლში უნდა გავუშვათ. პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანი, 2 წლის წინ ნდობა გამოუცხადა და ახლა იმიტომ, რომ მისი სახლში გაშვების კანონიერი მექანიზმი კანონმდებლობაში არ არსებობს, რეფორმა უნდა ჩაატაროთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთანავე, ანა ნაცვლიშვილმა პარტია „ლელოს“ სახელით, სახელმწიფო ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა და ბიუროს თავმჯდომარეს ალტერნატიული კანონპროექტის განხილვის მიზნით, ბიუროს სხდომის ჩანიშვნა სთხოვა იმისთვის, რათა პარტიას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა მიეცეს.

„კიდევ ერთხელ ვაყენებ საკითხს, მით უმეტეს, რომ ამხელა რეფორმაა, გავიაროთ კონსულტაციები შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან, ვენეციის კომისიასთან და ოდირთან. თუ ასეთი კარგია თქვენი რეფორმა, იტყვის ის ხალხი და ჩვენ გავჩუმდებით, ბოდიშს მოვიხდით და ვიტყვით, რომ რაღაც შეგვეშალა. აქ არა მხოლოდ გაუქმებაზეა საუბარი, პარლამენტის მიერ 6 წლით არჩეული დამოუკიდებელი თანამდებობის პირის სახლში გაშვებაზეა საუბარი. არდაწერილი სტანდარტია და დასაბუთებაც არ გვაქვს. მაშინ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს, ვთქვათ ეს ღიად! ლონდა თოლორაიაზე კი არ არის საუბარი, პრინციპზეა საუბარი, რა სტანდარტს ვამკვიდრებთ.

აქვე, ფრაქცია „ლელოს“ სახელით, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ვისარგებლოთ რეგლამენტის 108-ე მუხლით, რომელიც ეხება ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას. როგორც რეგლამენტში არის ჩაწერილი, იმ წუთიდან, როცა ბიურო დაიწყებს პროცედურას კანონპროექტის განხილვისა, ამ მომენტიდან საკომიტეტო მოსმენამდე, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლებამოსილება. მე თან მაქვს ალტერნატიული წინადადება სახელმწიფოს ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ამასთანავე, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გააპროტესტა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა გაუქმდეს და ბიუროს წევრებს მიმართა კითხვით, როდის მოხდება პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის მოსმენა.

„რეგლამენტის 117-ე მუხლში, სადაც დაჩქარებულ წესზეა საუბარი, არის ასეთი ჩანაწერი, რომ არ შეიძლება დაჩქარებული წესით განხილვა გარკვეულ შემთხვევებში და შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ ეს ითვალისწინებს კანონში ცვლილების შეტანას. 31 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც არის დაახლოებით 300 გვერდი და ეს არ არის კანონში ცვლილება, ეს არის რეფორმა, თქვენ თავადაც ხომ რეფორმას არქმევთ ამას - ერთი ინსტიტუცია უნდა გაუქმდეს, მის ადგილას უნდა აღმოცენდეს - ორი და ამავე დროს, როგორც თქვენ ამბობთ, ფუნქციები უნდა გაუფართოვდეს. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ არასწორი იქნება ამ სტანდარტის დამკვიდრება ბიუროს მხრიდან, რომ ერთ კვირაში გავიაროთ კომიტეტიც, პლენარულიც, სამივე მოსმენა. მაშინ გამოდის, რომ აკრძალვა დაჩქარებული წესის ჩართვაზე, რომელიც რეგლამენტში არის, ვაუქმებთ. მაშინ ვთქვათ, რომ ნებისმიერი შეგვიძლია განვიხილოთ დაჩქარებული წესით.

რაც შეეხება ფორმას - ყველაფერი მინახავს, მაგრამ მე მგონი ადამიანური სტანდარტების დაცვაზეც უნდა ვიფიქროთ. ადამიანმა დღეების წინ გააჩინა ბავშვი და მასთან და მის სამსახურთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მედიით აგებინებთ, რომ უშვებთ სახლში. ეს რა სტანდარტია საერთოდ? მე არ მესმის, აქ პოლიტიკაზეც აღარ არის საუბარი და რეგლამენტის დაცვაზე.

ახლა გაგახსენდათ, რომ რაღაც რადიკალური ცვლილებებია ჩასატარებელი? გთხოვთ კონკრეტულ პასუხებს, როდის მოვისმენთ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს?

მე მგონი პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ჩვენს თავს და არ მოვატყუოთ არავინ, რომ ერთ კვირაში ვინმე წაიკითხავს 1500 გვერდს, იაზროვნებს და შინაარსობრივ განხილვას უზრუნველყოფს, დამფასოებლები ხომ არ ვართ რაღაც პროდუქტის, რომ მექანიკურად დავაფასოოთ გავუშვათ და ბეჭედი დავარტყათ,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა