ლევან იოსელიანი - ვისურვებდი ჯანდაცვის მინისტრს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონოდა, თუმცა, არ ვიზიარებ აზრს, რომ მაინცდამაინც ექიმი იყოს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, სასურველია, ჯანდაცვის მინისტრს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს, თუმცა, არაა სასურველი რომ ექიმი იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მაინცდამაინც იმ აზრს არ ვიზიარებ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ექიმი უნდა იყოს. თუმცა, ამ სფეროში რაღაცა ტიპის გამოცდილება სასურველია რომ გააჩნდეს. მე ვისურვებდი ისეთი ადამიანი ყოფილიყო ჯანდაცვის მინისტრი, ვისაც ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს. ვერაფერს გეტყვით შემოთავაზებულ კანდიდატურაზე,“- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა. ზურაბ აზარაშვილი ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს