პოლონეთის პრეზიდენტმა მედიის საკუთრების შესახებ კანონს ვეტო დაადო

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მედიის საკუთრების შესახებ სადავო კანონს ვეტო დაადო.

კანონპროექტი ევროპული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ კომპანიებს პოლონეთში მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს და მისი დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ში დაფუძნებულ ჯგუფ Discovery-ს მოუწევდა, გაეყიდა თავისი წილი ტელეკომპანია TVN-24-ში.

კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტი TVN24-ის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული არხია და რომლის რეპორტიორებიც ხშირად აკრიტიკებენ კონსერვატიულ მთავრობას.

პრეზიდენტ ანდჟეი დუდას განცხადებით, ის აფასებს მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას ქვეყანა მტრულად განწყობილი აქტორებისგან, როგორიცაა რუსეთი, თუმცა, მისი თქმით, კანონპროექტი მნიშვნელოვან კითხვებს აჩენდა საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი დარტყმას მიაყენებდა პოლონეთის, როგორც კარგი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყნის, რეპუტაციას.

„კანონი და მისი შესწორებები ეხებოდა ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე წარმოდგენილი არიან ბაზარზე. ასევე დგას მედიაპლურალიზმის, სიტყვის თავისუფლების საკითხი. გადაწყვეტილების მიღებისას მე ეს ელემენტი სერიოზულად გავითვალისწინე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მიმდინარე თვის დასაწყისში აღნიშნული კანონის წინააღმდეგ ვარშავაში პრეზიდენტის სასახლესთან ათასობით პოლონელმა საპროტესტო აქცია გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კი პოლონეთის მთავრობას მოუწოდა, კარგად დაფიქრებულიყვნენ, ვიდრე გადადგამდნენ ნაბიჯს ისეთი კანონის მისაღებად, რომელსაც, შესაძლოა უცხოელი ინვესტორების ნდობა შეერყია.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა ჟუროვამ კი პირობა დადო, რომ ბლოკი მიიღებდა ზომებს ნებისმიერი კანონის წინააღმდეგ, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა