საფრანგეთი კოვიდ შეზღუდვებს ამკაცრებს

საფრანგეთი, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, 3 იანვრიდან შეზღუდვებს ამკაცრებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

შეზღუდვების ფარგლებში იხურება ღამის კლუბები, ქალაქების ცენტრებში პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება, მოქალაქეებს, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, სახლიდან მუშაობა კვირაში მინიმუმ სამ დღეს მოუწევთ.

დახურულ სივრცეებში იკრძალება 2 000 პირზე მეტის თავშეყრა, ღია სივრცეებში შეკრებილების რაოდენობა კი 5 000 -ს არ უნდა აჭარბებდეს.

მოქალაქეების დაინფიცირებისგან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთების პერიოდი 3 თვემდე მცირდება.

ამასთან, პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 15 იანვრიდან საფრანგეთში, საჯარო სივრცეში შესასვლელად მხოლოდ ტესტის უარყოფითი პასუხი საკმარისი აღარ იქნება და საჭირო გახდება ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ საშვის წარდგენა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ყოველ ორ დღეში ორმაგდება და მოსალოდნელია ახალი შემთხვევების „მეგა ტალღა“.

საფრანგეთში, შაბათს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო