ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ინფიცირების ასიმპტომური შემთხვევების დროს კარანტინის 10-დღიანი ვადა შემცირდეს

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ ინფიცირების ასიმპტომური შემთხვევების დროს კარანტინის ვადა შემცირდეს.

მან აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ასიმპტომური შემთხვევების დროს კარანტინის ვადის 5 დღემდე შემცირებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დასაშვებია აღნიშნული პრაქტიკა საქართველოშიც გავითვალისწინოთ, 10-დღიანი პერიოდი თუ 5 დღემდე არა, რამდენიმე დღით შემცირდეს.

როგორც ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭოზე უნდა იმსჯელონ. როდის გაიმართება იმუნიზაციის საბჭო ამ დროისთვის უცნობია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა